რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

სოციალურ ქსელში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები წერენ, რომ უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან.

ასეთი არა ერთი პოსტი უკვე გამოქვეყნდა. მათ შორის რამდენიმემ დაწერა, რომ მათ მისამართიც დაუსახელეს და ფიზიკური თავდასხმითაც დაემუქრნენ.

დაურეკეს მათ შორის პოლიტიკოსებსაც.

მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ამას ქართული ოცნება აკეთებს, რადგან მათი დაშინება უნდა, რაც, მათივე თქმით, არ გამოუვათ.