
სოციალურ–დემოკრატიული (SPD) პარტიის თანახმად, რუსული კანონის მიღების გამო, გერმანიაში საქართველოს შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კვლავ აღარ ჰქონდეს.
როგორც SPD-ის დეპუტატი, ჰელგე ლინდი ერთ–ერთ გერმანულ გაზეთთან აცხადებს, გერმანიის მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას და ამოწმებს, თუ რამდენად არის პირობები დაკმაყოფილებული.
მისივე თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საშიშროების წინაშე დგას, ამას "შესაბამისი შედეგები მოჰყვება".
საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გასული წლის ბოლოს მოლდოვასთან ერთად აღიდგინა.