ხელისუფლება ცენზურის სურვილს ვერ მალავს. პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი ვრცელი გამოსვლა სწორედ ამ საკითხის გარშემო ტრიალებდა. თავდასხმის ობიექტი კვლავ თავისუფალი მედიაა. მაშინ, როცა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ, ოცნება უმძიმესი ვითარებიდან სარგებლის მიღებასაც ცდილობს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ვარიანტებს ამუშავებს. სიმართლე სტიქიის შესახებ კიდევ ერთი წვეთი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის, დიდი ხნის სურვილი ინიციატივად აქციოს.