რუსული ჯარი ვეღარ ახერხებს აქტიურ შეტევას რამდენიმე მიმართულებით - ISW

რუსული ჯარი ვეღარ ახერხებს აქტიურ შეტევას რამდენიმე მიმართულებით - ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ჯარს უკვე აღარ აქვს რესურსუ რამდენიმე შეტევითი ოპერაციის პარალელურად ჩატარება და ძალებს ბახმუტზე ამახვილებს.

ანალიტიკოსები იშველიებენ უკრაინის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის ოლექსი გრომოვის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ რუსული ჯარების ავდიივკადან ბახმუტის რაიონში გადაყვანა დისლოკაცია მოხდა. სწორედ იქ ჰყავს კონცენტრირებული აგრესორი ქვეყანა თავის ძალებს.

"გრომოვის განცხადება ადასტურებს ISW-ის შეფასებას, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მათი ამჟამინდელი ფორმით არ შეუძლიათ განახორციელონ ფართომასშტაბიანი ერთდროული შეტევითი კამპანიები რამდენიმე მიმართულებით", - ნათქვამია ინსტიტუტის შეჯამებაში.