რუსული ძალები კიევს დრონებით თავს დაესხნენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მოიგერია

რუსული ძალები კიევს დრონებით თავს დაესხნენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მოიგერია

ღამით რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა.

ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეო პოპკო ავრცელებს.

პოპკო აღნიშნავს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.

"მთელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების რთული ღამეა. სამხრეთი, განსაკუთრებით ოდესის ოლქი. მაგრამ მტერმა არც კიევი დაივიწყა, კვლავ შეუტია დედაქალაქს შაჰედებით, თუმცა უშედეგოდ"- აღნიშნავს პოპკო.