"რუსული დემოკრატია საუკეთესოა", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
"ჩვენ აღარ მოვითმენთ ჩვენი დემოკრატიის კრიტიკას და მტკიცებას, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ მის შენებას გავაგრძელებთ", - ამბობს პესკოვი.
გარდა ამისა, პუტინის სპიკერმა დაამატა, რომ რუსეთი "ღია დარჩება ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც თანაბარუფლებიანი, ადამიანური და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობისთვის მზად არიან".
პირველიდან შვიდ მარტამდე რუსეთში, სოჭთან ახლოს მდებარე დასახლება სირიუსში "მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი" იმართება. ღონისძიებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით იმართება, საქართველოდან წასული დელეგაციაც იმყოფება.