რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიების თანახმად, 9 თებერვალს ბაზრის ტერიტორიაზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.