რუსთავში 12 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცი დააკავეს

რუსთავში 12 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცი დააკავეს

რუსთავში 12 წლამდე მოზარდი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლამდე კაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა მოზარდი საკუთარ სახლში მოტყუებით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და გარყვნილი სახის ქმედება ჩაიდინა.

შსს-ში ფორმულას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, რაც სასჯელის სახით, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.