რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარია მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარია მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი სტვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს ბენზინი გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.