რუსთაველზე რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია იმართება - გამზირი გადაკეტილია

რუსთაველზე რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია იმართება - გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო მოროგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დედაქალაქის ცენტრალური გამზირი უკვე გადაიკეტა. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ აღდგომის დღესასწაულს ქაშუეთის ეკლესიასთან შეხვდნენ. შეკრებილები ერთმანეთს პასკებსა და წითელ კვერცებს ურიგებენ.

აქციის ლოზუნგი კვლავ "არა რუსულ კანონს! კი - ევროპას!" არის.

საპროტესტო აქცია ახლა ქუთაისშიც იმართება.