რუსეთის ვორონეჟის რეგიონის არეალებში, უკრაინის საზღვართან ახლოს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევამ საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარი გამოიწვია.
რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ამბობს, რომ დრონები რუსეთის საჰაერო სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო ხანძარი ნამსხვრევებმა გამოიწვია, რომლებიც ღამით, პოდგორენსკის რაიონში საწყობს დაეცა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.
მოგვიანებით გუსევმა თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დასახლებაში, სადაც ხანძრის კერაა - თუმცა ადგილი არ დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ არეალისკენ მიმავალი გზა დაიკეტა და ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.