
რუსეთში, ტრანსპორტის სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ანდრეი კორენიჩუკი გარდაიცვალა.
იგი გზების ფედერალური სააგენტოში ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
რუსული მედიის ცნობით, კორნეიჩუკი შეხვედრაზე იმყოფებოდა, როცა წამოდგომის შემდგომ გონება დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტის გარდაცვალების შესახებ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მან თავი მოიკლა.