რუსეთში სამთავრობო შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის 2 პირს 19-19 წელი მიესაჯა

რუსეთში სამთავრობო შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის 2 პირს 19-19 წელი მიესაჯა

რუსეთის სასამართლომ პოლიციის სერჟანტს რომან ნასრიევსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ალექსეი ნურიევს საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული შენობისთვის ცეცხლის წაკიდების გამო 19-19 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, გასული წლის 11 ოქტომბერს ნასრიევი და ნურიევი რუსეთის უკრაინაში შეჭრას აპროტესტებდნენ, რა დროსაც მათ ქალაქ ბაკალის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ფანჯარა ჩაამსხვრიეს და შენობაში, სადაც ასევე სამხედრო კომისარიატი არის განთავსებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.

მათ თავდაპირველად ბრალი ნივთის განზრახ დაზიანებაზე წარუდგინეს, შემდეგ კი მუხლი გადაუკვალიფიცირდათ და ბრალად ედებათ ჯგუფური ტერორისტული თავდასხმა წინასწარი შეთანხმებით.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მსჯავრდებულები 19 წლიდან 15 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებენ.