რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ნოვოროსიისკში მდებარე პორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხანძარი 1 300 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი ხის პლატებს უკიდია.

ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება. სხვა დამატებითი ცნობები, მათ შორის ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.