რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანმა კლიუჩევსკაია-სოპკამ ამოფრქვევა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხელი ლავა დასავლეთ ფერდობზე მიედინება, ვულკანზე კი ამოფრქვევები შეინიშნება.

კამჩატკას სანაპიროსთან მომხდარმა მიწისძვრამ 8.8 მაგნიტუდას მიაღწია.

რუსული მედია წერს, ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელია შემდგომი ბიძგები, მათ შორის 7.5 მაგნიტუდამდე.

გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტმა რეგიონში ოთხ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღა დაადასტურა. დაიტბორა ქალაქი სევერო-კურილსკი, ადგილზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.