ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ღონისძიებაზე გამოსვლის დროს დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" სხდომაზე კითხვებზე პასუხის დროს პუტინმა აშშ-ის არჩევნები პირველად შეაფასა.
პუტინმა ტრამპს თავისი გამოსვლის მესამე საათზე მიულოცა.
"ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა მივულოცო მას აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს, ეს ნამდვილად ასე იქნება პრაქტიკაში", - თქვა პუტინმა.
პუტინმა თქვა, რომ პირველი ვადის დროს, ტრამპს "ზედმეტი ნაბიჯის, ზედმეტი სიტყვის თქმის ეშინოდა" და მას შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ქცევამ თავდასხმის დროს.
"ადამიანი თავს წარმოაჩენს არაორდინარულ ვითარებებში. და მან გამოავლინა თავი, ჩემი შეხედულებით, ძალიან სწორად, გაბედულად, როგორც კაცმა", - თქვა პუტინმა.