რუსეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსეთში, ალთაის რესპუბლიკაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. ვერტმფრენს ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა.

რუსული გამოცემა Ria Novosty წერს, რომ უსტ-კოკსინსკის რაიონის სოფელ ტიუნგურში დაშვებისას ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ ვერტმფრენი ელექტროსადენებს გაედო.