რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებენ

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებენ

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებს. ვლადიმირ პადალკომ ამის შესახებ "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შეხვედრის" შემდეგ გამოაცხადა.

"ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე. ახლა 150 მანქანასა და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას (საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ), მაგრამ მაინც დამატებითია“, - განაცხადა პადალკომ.

მისივე თქმით, სხდომაზე ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც განიხილეს.

"თუ სარკინიგზო მიმოსვლას აღვადგენთ, როგორ გაივლის - ახალი მარშრუტით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს? თუ აფხაზეთის გავლით ძველ მარშრუტს აღვადგენთ, რაც გარღვევა იქნება?" - თქვა პადალკომ.

19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით გზა გაიხსნას.