
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის შეთანხმების მესამე ეტაპი დასრულდა.
მისი თქმით, სამშობლოში კიდევ 303 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა, რომლებიც შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მსახურები არიან.
ზელენსკი მადლობას უხდის მათ, ვინც ამ პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის მუშაობდა.
"მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც 24 საათის განმავლობაში იმუშავა ამ გაცვლის წარმატებით განსახორციელებლად. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ თითოეულ ადამიანს რუსული ტყვეობიდან", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.