16 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულები 136 დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
საჰაერო თავდაცვამ 51 დრონი ჩამოაგდო სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკივის, ჟიტომირის, დონეცკის, დნიპროპეტროვსკის, მიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნოვიცკის ოლქების თავზე.
კიდევ 60 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის შედეგად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში "ლოკაციურად დაიკარგა". ამასთან, ინფორმაციის გავრცელების დროს, შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ 20 დრონი ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.
ტერნოპოლის ოლქში რუსული დარტყმის შედეგად საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებული არავინაა.