რუსეთმა უკრაინას 108 დრონით შეუტია - 93 მათგანი განადგურდა

რუსეთმა უკრაინას 108 დრონით შეუტია - 93 მათგანი განადგურდა

20 მაისის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინას 108 საბრძოლო და სატყუარა ტიპის „შაჰედის“ და სხვა მოდელის დრონით შეუტიეს. ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

დილით 9:00 საათისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და ცენტრალურ რეგიონებში 93 მტრული დრონის განადგურება მოახერხეს.

სარდლობის ინფორმაციით, 35 დრონი მიზანში ზუსტი ცეცხლით განადგურდა, ხოლო დანარჩენი 58 რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) საშუალებებით დაიკარგა ლოკაციიდან და საფრთხე არ შექმნილა.

საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ჟიტომირის ოლქები.

დროის შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები, დრონთა საწინააღმდეგო სისტემები და მობილური საარტილერიო ჯგუფები.