31 მაისის საღამოს რუსებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოლეჰ კიპერი, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
ირკვევა, რომ თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი.
"საღამოს მტერმა დაარტყა ოდესას, წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც კასეტური საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. რუსი ტერორისტების სამიზნე პორტის ინფრასტრუქტურა იყო", - თქვა მან.