რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა - დაღუპულია 3 ადამიანი

რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა - დაღუპულია 3 ადამიანი

ღამით რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ღამით რუსეთმა Shahed-ის ტიპის დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები. დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი 3 წლის ბავშვია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.