რუსეთმა ხარკივს კვლავ დრონებით შეუტია – დაშავდა 12 ადამიანი

რუსეთმა ხარკივს კვლავ დრონებით შეუტია – დაშავდა 12 ადამიანი

12 ივნისს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ხარკივს კვლავ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა დილის 6 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქს 11 დრონი მოხვდა, ერთი კი არ აფეთქდა.

ტერეხოვის თქმით, დაიჭრა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. შეტევის შედეგად ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ სახლებსა და სასწავლო დაწესებულებებში. დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება.

ხარკივს რუსული დრონებით მასიურად 11 ივნისსაც დაესხნენ თავს – მაშინ 5 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა.