რუსეთმა კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტს დაარტყა - დაღუპულია 10 ადამიანი, 35-ზე მეტი დაშავდა

რუსეთმა კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტს დაარტყა - დაღუპულია 10 ადამიანი, 35-ზე მეტი დაშავდა

რუსეთმა დონეცკის ოლქში ქალაქ კოსტიანტინივკაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად დაარტყეს სუპერმარკეტს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო 35 დაშავდა.

"კოსტიანტინივკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტეროტირსტების დარტყმა ჩვეულებრივ სუპერმარკეტსა და ფოსტაზე. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. გრძელდება სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება, რათა გადავარჩინოთ ხალხი", - დაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



როგორც საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვაბელი ამბობს, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვადიმ ფილაშკინი აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქი ქვემეხი არტილერიით დაბომბეს და სუპერმარკეტს მოახვედრეს.

"ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული თავდასხმა ხალხმრავალ ადგილას", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, ფოსტა და საცხოვრებელი სახლები.