რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით შეტევა მიიტანა

რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით შეტევა მიიტანა

რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით კომბინირებული შეტევა მიიტანა. როგორც კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ თქვა, ბოლო 73 დღის განმავლობაში მსგავსი ტიპის შეტევა პირველად მოხდა.

პოპკოს თქმით, შეტევაში ჩართული იყო საკრუიზო რაკეტები, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, Shahed-ისა და სხვა ტიპის დრონები.

საჰაერო განგაში დრონების გამო კიევში დილის შვიდის ნახევარზე გამოაცხადეს, ამ დროს კი კიევის ოლქის მიმართულებით რაკეტები უკვე გაშვებული იყო.

"როდესაც რაკეტები უკვე უახლოვდებოდნენ კიევს, მტერმა ერთდროულად დაიწყო ბალისტიკური დარტყმა დედაქალაქზე. მტრის შეტევა ისევ დრონებით დასრულდა", - დაწერა პოპკომ.

მისივე თქმით, კიევზე შეტევა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განადგურებული იყო "რამდენიმე საკრუიზო რაკეტა, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ათამდე დრონი".