რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

31 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე კომბინირებული იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, ცნობილია, რომ იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი - 6 წლის.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ტიმურ ტკაჩენკომ თქვა, რომ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანეს. დილის 7 საათის მონაცემებით, ცნობილი იყო 52 დაშავებულის შესახებ.