
განახლება: დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის, 3 ბავშვია
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასობრივი იერიში მიიტანა. დარტყმების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 1 ბავშვი.
იერიშების შედეგად დაშავდა 45 ადამიანი.
ამ დროისთვის ქალაქში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი.