რუსეთის თქმით, სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს

რუსეთის თქმით, სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუსის რატიფიცირება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

"სომეხ პარტნიორებს თავდაპირველად მიეწოდათ ინფორმაცია სომხეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსი რატიფიცირების მიუღებლობის შესახებ, როდესაც ამ სტრუქტურამ გასცა „დაპატიმრების ორდერი“ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართ. ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შესახებ ერევნის ინიციატივა განხილულ იქნა, მოსკოვმა შესთავაზა კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შეიძლება მოერგოს ორივე მხარეს. სამწუხაროდ, ის არ გაითვალისწინეს, ამის ნაცვლად კი სომხეთმა რომის სტატუსის რატიფიცირების სასარგებლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, სომხეთის განცხადება, რომ ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს რუსულ-სომხურ ურთიერთობებზე, "სინამდვილეს არ შეესაბამება".

"სულ მცირე, ძნელი წარმოსადგენია რუსეთის ხელმძღვანელობის ვიზიტი რესპუბლიკაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები ითხოვენ [რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმერ პუტინის დაკავებას ჰააგის "თემიდის" მოთხოვნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ოთხშაბათს სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიამ თავის სხდომაზე მიიღო კანონპროექტი ICC-ის რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ და პარლამენტს გადაუგზავნა. ერევანში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი არაა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მიზნად ისახავს სისხლის სამართლის საქმის დაწყებას აზერბაიჯანის მიმართ, რომელმაც "ომის დანაშაულები ჩაიდინა".