რუსული მედია: რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომელიც პუტინმა დღეს გაათავისუფლა, თავი მოიკლა

რუსული მედია: რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომელიც პუტინმა დღეს გაათავისუფლა, თავი მოიკლა

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი რომელიც თანამდებობიდან პუტინმა დღეს დილით გაათავისუფლა, რუსული მედია Izvestia-ს ცნობით, გარდაცვლილი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, ცხედარი, ოდინცოვოს საქალაქო რაიონში, მის სახლში აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ვერსიით, სტაროვოიტმა თავი მოიკლა.

მინისტრობამდე იგი კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.