
მედიაჩეკერი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის და მისი ოჯახის ქონებრივ დეკლარაციას აჯამებს.
მისი მიხედვით, ბექაური თბილისში, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში $1 მილიონზე მეტი ღირებულების 14 მიწის ნაკვეთს ფლობს, ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული $178 060-ის ღირებულების 2 ბინა ბორჯომისა და დუშეთის რაიონებში.
ბექაური მეუღლის ეკატერინე ბექაურის, რომელიც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომუნიკაციების დირექტორია, სახელზეა თბილისსა და ბათუმში მდებარე $3 მილიონამდე ღირებულების 19 ბინა.
"კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ფლობს 2021-2023 წლებში შეძენილ 5 მსუბუქ ავტომანქანას: Ford F-150 raptor ($85 580), PORSCHE PANAMERA GTS (372 528 ლარი), BMW X7 XDRIVE 401 (238 156 ლარი), RANGE ROVER AUTOBIGRAPHY (602 052 ლარი), LAND ROVER DEFENDER (326 383 ლარი).
ბექაურის საკუთრებაშია € 56 ათასზე მეტი ღირებულების 5 ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან 3 მან 2024 წელს შეიძინა. კახი ბექაურს აქვს 4 მაჯის საათიც (Zenith-ის 2, Cartier და Rolex-ის), რომელთა საერთო ღირებულებაც $37 500 და €16 050-ია", - წერს მედიაჩეკერი.
კახა ბექაური ასევე ფლობს სუპერმარკეტების ქსელის "ორი ნაბიჯის" 33,33%-იან წილს, საიდანაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მან 20 515 605 ლარი მიიღო.
ამასთანავე იგი ფლობს წილებს შპს „ვარცლა ჰოტელ ენდ სპაში“, შპს „თბილისის სპორტინგის კლუბში“, შპს „კერა კაპიტალში“, შპს „მეგაპოლის კლასიკსა“ და ფრანგულ SCI NAP REAL ESTATE-ში
ბექაურის ოჯახს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე 1 650 000 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი" ბანკის შემნახველ ანგარიშზე 4 447 155 ლარი აქვს.
"2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ოჯახმა მიუთითა ის გასავალიც, რომლის ოდენობამაც 5 000 ლარს გადააჭარბა. მათ შორისაა: