გვარამია: რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს, დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება

რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა.

მიდით, ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.

ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!

p.s. ჩემი მხარდაჭერა ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს!

p.p.s. რაც შეეხება ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა". სამწუხაროა.

წერს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.