რუსეთის სამხედრო სასამართლომ გორდონს 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის სამხედრო სასამართლომ გორდონს 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს რუსეთის სამხედრო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ჟურნალისტი დამნაშავედ ცნეს "რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდებაში, ტერორიზმის გამართლებასა და რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში".

რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, ბრალდების მიზეზი 2022 წლის მარტში გამოქვეყნებული გორდონის ვიდეო გახდა, სადაც ის "აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას მოუწოდებს".

2022 წელს გორდონს პატიმრობა დაუსწრებლად მოსკოვის სასამართლომ მიუსაჯა.

2022 წლის 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში უკრაინელ ჟურნალისტზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა.