რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დენის გონჩარი ამტკიცებს, რომ რუსეთთან დიალოგის ნაწილში დასავლეთი საქართველოზე ზეწოლას ახდენს. გონჩარი სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორია.
გონჩარის თქმით, "არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების" ექსტრატერიტორიული გამოყენების მცდელობებს, რუსეთი როგორც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებსა და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევად განიხილავს.
"ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები აშკარა ზეწოლას ახორციელებენ თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ არც ავიარეისები, არც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სხვა კომპონენტები არსებული სანქციების რეჟიმს არ არღვევს", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.