რუსეთის მიერ ლვივზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. ქალაქის მერის, ანდრეი სადოვოის თქმით, ქალაქის მთავარ სადგურთან, საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარია.
ასევე დაზიანებულია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლები და სხვადასხვა შენობები.