
რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ კიევზე ღამის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის მონაცემებით, კიდევ ათმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის 11 თვის ბავშვმა.
"არსებული ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბავშვი. კიდევ 10 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მამა და მისი პატარა ქალიშვილი. ყველაზე უმცროსი დაშავებული რუსული თავდასხმის შედეგად მხოლოდ 11 თვისაა", – აღნიშნულია განცხადებაში.