რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ღამით რუსეთი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხა თავს. თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, 14 წლის გოგო.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობები და სასოფლო-სამეურნეო საწარმო.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, 13 დრონი ჩამოაგდეს.