რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ცეცხლი საწარმოს გაუჩნდა და მთელ შენობას სწრაფად მოედო.

ამ დროისთვის, ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. იწვის ქარხანა, სადაც ელექტროძრავებსა და გენერატორებს ამზადებდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.