რუსეთის ქალაქ ორსკში, კაშხალი კიდევ ერთხელ გაირღვა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ვასილი კოზუპიცა ავრცელებს.
"სიტუაცია რთულდება. თავდაპირველად წყალი გადმოვიდა, შემდეგ ბორისოგლებსკის ქუჩის რაიონში კაშხალი გაირღვა. წყალი უწყვეტად მოედინება ქალაქში. ყველას ვთხოვთ, დროულ ევაკუაციას", - თქვა ქალაქის მერმა.
მედიის ინფორმაციით, ეს კაშხლის რიგით მესამე გარღვევაა. პირველად კაშხალი ძველი ორსკის ნაწილში გაირღვა, მეორედ კი ნიკელის რაიონში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკელის რაიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ქალაქ ორსკში კაშხალი 5 აპრილის ღამეს გაირღვა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.