რუსეთის ქალაქ ორსკში, კაშხლის გარღვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, წყალდიდობაა ქალაქის ძველ ნაწილში, სადაც ძირითადად კერძო სექტორია განლაგებული.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ორსკში 2 400-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3 000-ზე მეტი სამეურნეო შენობა დაიტბორა.
ამასთან, ევაკუირებულია 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 210 ბავშვი. ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება და მაშველებს ადამიანები ნავებით გამოჰყავთ. კაშხლის გამაგრებაზე მაშველები და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.
ორსკში კაშხალი გუშინ გაირღვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა.