რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს

რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი კვლავ ამტკიცებს, რომ აშშ საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ამის შესახებ მან ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირმა "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით მოამზადეს შუალედური ანგარიში, რომელში საუბარია, რომ "საქართველოში თითქოს არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის".

"ამ ქმედების მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად და საკმაოდ თავხედურად ჩარევა, მცდელობა არ დაუშვა ხელისუფლებაში ჯანმრთელი, ეროვნულად მოაზროვნე ძალები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს... გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს", - განაცხადა მან.

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აქამდეც განუცხადებია, რომ აშშ საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდებოდა. ამავე დროს, ნარიშკინმა მიუთითა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელთა შედეგებიც, მისი თქმით, "აბსოლუტურად შეესაბამება აზერბაიჯანელი ხალხის მისწრაფებებს".