ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარებისთვის 300-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი პირები და კომპანიები რუსეთს საშუალებას აძლევენ, გააგრძელოს საომარი მოქმედებები და აირიდოს სანქციები.
სანქციები დაუწესდათ როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და კარიბის ზღვაში მყოფ პირებსა და კომპანიებს.
"რუსეთის ომის ეკონომიკა ღრმად არის იზოლირებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, რის გამოც კრემლის სამხედროებს გარე სამყაროსთან წვდომა სურთ", - განაცხადა ხაზინის მდივანმა, ჯანეტ ლ.ილიენმა.
მისივე თქმით, აშშ-ის დღევანდელი ქმედება ურტყამს მათ საერთაშორისო დარჩენილ გზებს, რომელსაც საერთაშორისო მასალებისა და აღჭურვილობების მისაღებად იყენებენ.
"ჩვენ ვზრდით რისკს ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ეხება რუსეთის საომარ ეკონომიკას და აღმოფხვრის აცილების გზებს, ასევე, ვამცირებთ რუსეთის შესაძლებლობას, ისარგებლოს უცხოური ტექნოლოგიების, აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფისა და IT სერვისებზე წვდომით", - აღნიშნა მან.