რუსეთი ამტკიცებს, რომ მოსკოვისკენ მიმავალი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთი ამტკიცებს, რომ მოსკოვისკენ მიმავალი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსული მხარე ისევ ამტკიცებს, რომ მოსკოვთან ახლოს, ლიუბერცში უკრაინელების მორიგი იერიში მოიგერიეს - მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გაანადგურეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა.

"დღეს, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიუბერცში გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი ან ნგრევა არ ყოფილა. ინციდენტის ადგილას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები მუშაობენ", - წერს ის.

რუსული მედიის ცნობით, მოგვიანებით ეს თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმის მცდელობა დილის 4:30 საათზე შეაჩერეს.

ამასთან, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრაიანკის ოლქის ცაზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა - 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.

გუშინ კურსკის გუბერნატორმა დაწერა, რომ ერთი უკრაინული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა - მანამდე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევი მოსკოვის გარეუბანში დრონების თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.