რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზაპოროჟიეში რუსების მიერ სამრეწველო ობიექტზე იერიშის დაშავდა 8 ადამიანი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ.
ასევე, დაბომბვის შედეგად დაშავებულია შენობები, საცხოვრებელი კორპუსები, ჯანდაცვისა და კულტურული დაწესებულებები.