რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმას ნგრევაც მოჰყვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ერთ-ერთ არასაცხოვრებელ შენობაში გაჩნდა, რის შედეგადაც ახლომდებარე 11 შენობა დაზიანდა.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს. რუსები ოდესის ოლქს ე.წ. დრონებით დაესხნენ.
ოლქში განგაშის სირენები 6 საათის განმავლობაში იყო ამოქმედებული.