რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ჩვილი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს სოფელ სტანისლავზე, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა - დაზიანდა 5 საცხოვრებელი შენობა.
კლიმენკო წერს, რომ სოფელ შიროკა-ბალკაში დაბომბვას კი ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. მათი 12 წლის შვილი სერიოზული დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი - უკრაინული მედიის ცნობით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია.
გუშინ რუსებმა დაბომბეს ზაპოროჟიეც - ოკუპანტების იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა, სულ მცირე, 7 მშვიდობიანი მოქალაქე.