ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
"ოკუპანტები ხარკივს თავს დაესხნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - ამბობს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსულმა ძალებმა დარტყმები ოსნოვიანსკის რაიონში განახორციელეს. ამასთან, ტერეხოვი აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილას ხანძარი გაჩნდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.