რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა კიევს შეუტია Tu-95MS, Tu-160 ბომბდამშენებით კასპიის რეგიონიდან, სავარაუდოდ X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.
უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მაუწყებელი განგაშის ხმა კიევის გარდა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა.
აფეთქებები იყო ვინიცას, ხმელნიცკისა, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში.