რუსების მიერ ჩერნიჰივზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა

რუსების მიერ ჩერნიჰივზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა

რუსების მიერ ქალაქ ჩერნიჰივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო ამბობს, რომ ჩერნიჰივში 19-დან 21 აგვისტომდე გლოვაა გამოცხადებული.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.