რუსები უკრაინას რაკეტებით დაესხნენ თავს - გამოცხადებული იყო მასშტაბური საჰაერო განგაში

რუსები უკრაინას რაკეტებით დაესხნენ თავს - გამოცხადებული იყო მასშტაბური საჰაერო განგაში

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვაც იყო ამოქმედებული.

მანამდე, მედია წერდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.

კიევის საჰაერო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ისინი მოქალაქეებს საჰაერო განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ.

როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქებში განახორციელეს.